ღვთის სიტყვა

27/01/2010 06:39 par sulaberi

ღვთის სიტყვა - ეწოდება პიროვნებას იესო ქრისტეს, რომელიც ბიბლიის ახალი აღთქმის სწავლებით არის ერთარსება სამპიროვანი ღმერთის - წმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი (პირი). ახალი აღთქმის, კერძოდ იოანეს სახარების გადმოცემით: პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.”

ქრისტიანული სწავლებით, ერთი და მხოლო ღმერთი უსიტყვო არ არის. აქვს მას სიტყვა, მაგრამ არა უგვამოვნო, არც არსებობაში დაწყებული, არც დასრულებადი, რადგან არ იყო (ჟამი), როდესაც არ იყო ღვთის სიტყვა. მარადჟამს აქვს ღმერთს თავისი სიტყვა, მისგან შობილი, თუმცა არა ჩვენეული სიტყვისებრ უგვამოვნო და ჰაერში გაბნევადი, არამედ გვამოვნებითი, ცოცხალი, სრული. არათუ მის გარეთ გამავალი, არამედ მარადჟამს მასში არსებული. რადგან, სად იქნებოდა იგი, მის გარეთ მყოფი?!

წმიდა სინოდის სხდომა

21/01/2010 18:46 par sulaberi

წმიდა სინოდის სხდომა

2009-12-24

ა.წ. 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა, თავმჯდომარეობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

მისმა უწმიდესობამ თავდაპირველად მიმოიხილა საერთო მდგომარეობა და შემდეგ შეეხო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს წმიდა სინოდის წევრებმა, რის საფუძველზეც გაკეთდა შემდეგი მიმართვა: სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა! წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: დიდება ღმერთს ყველაფრისათვის! ჩვენც ვმადლობთ უფალს იმ წყალობისათვის, რასაც იგი ავლენს ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანასა ზედა. ვმადლობთ უფალს, რომ წმიდა სინოდს აქვს ერთსულოვნება და ამ ერთობით წლების მანძილზე ვემსახურებით ღმერთს და სამშობლოს, ჩვენს ხალხს. ქრისტეს ეკლესიის მიზანიც მაცხოვნებელ რწმენაში საყოველთაო ერთობის მიღწევაა ღვთის სადიდებლად.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა და სისავსე, არ სურთ ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების დაცვა. ისინი ფსევდოლიბერალიზმის, ფსევდოკულტურისა და რელიგიური ინდეფერენტიზმის დანერგვისაკენ მოგვიწოდებენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა სახის სიცრუესა და შეურაცხყოფას მიმართავენ, რათა ხალხს ეკლესიისადმი სიყვარული და ნდობა დააკარგვინონ. ამით კი სურთ, ერს მთავარი საყრდენი გამოაცალონ.

ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს აღორძინებასა და წინსვლას წინ ყოველთვის ეკლესიის განმტკიცება უძღვოდა. ეს პროცესი ეკლესიაში დაწყებულია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, სასულიერო პირების გამრავლებამ, სიკეთესთან ერთად, გარკვეული სირთულეებიც შექმნა, რაზეც მსჯელობა, სჯულისკანონიდან გამომდინარე, წმიდა სინოდის სხდომებზე უნდა ხდებოდეს. სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან. წმიდა სინოდი აღნიშნავს, რომ ანტიეკლესიურ კამპანიას ზიანი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსთვის მოაქვს, რადგან ეს არის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობა და პროცესები თუ ასე გაგრძელდა, იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება.

2. მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივი ეკლესიების დიპტიხთან, ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებასთან დაკავშირებით, მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა შამბეზში (შვეიცარია). ამის თაობაზე მოხსენება გააკეთა ამ სხდომის მონაწილემ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე).

წმიდა სინოდი პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაეთანხმა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც უკავშირდება ამა თუ იმ ეკლესიისთვის ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებას, და მოიწონა ჩვენი დელეგაციის პოზიცია (დიპტიხის საკითხი სამომავლოდ გადაიდო).

3. წმიდა სინოდმა მოისმინა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) მოხსენება იერუსალიმში ვიზიტთან დაკავშირებით. მან ისაუბრა იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე. შეხვედრისას დაისვა საკითხი ქართველი სამღვდელოების იერუსალიმში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მოლაპარაკებები დადებითად შეფასდა, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენს ორ უძველეს ეკლესიას შორის ურთიერთობები მომავალში უფრო მეტად განმტკიცდება.

4. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქართველი მრევლისა და ჩვენი ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამრევლოების მმართველმა ზენონმა (იარაჯული).

სინოდის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობის სტატუსი დიდი ბრიტანეთის მაგალითზე განისაზღვროს შემდეგნაირად: `საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია~ (შენიშვნა: ეს საკითხი შეთანხმებულია კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან).

5. წმიდა სინოდმა მოისმინა წინადადება ეპისკოპოს ქრისტეფორესთვის (წამალაიძე) შეჩერებული მღვდელმოქმედების აღდგენის შესახებ. თავის მხრივ, მეუფე ქრისტეფორემ შენდობა ითხოვა საეკლესიო დარღვევებისა და შეცდომების გამო. წმიდა სინოდმა განაჩინა: ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს გამოსაცდელი ვადით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში და შემდეგ მოხდეს მისი საკითხის განხილვა.

6. წმიდა სინოდმა მოისმინა ბასილ მკალავიშვილისა და მღვდელ ვახტანგ მარგიანის წერილობითი თხოვნა დედა-ეკლესიაში დაბრუნების შესახებ და განაჩინა: ბასილ მკალავიშვილი და მღვდელი ვახტანგ მარგიანი გაიგზავნონ ბაღდათისა და ვანის ეპარქიაში სინანულისათვის.

7. წმიდა სინოდმა აღნიშნა, რომ ეკლესიის გზა სამეუფეო გზაა და ფსევდოლიბერალიზმისა და ფუნდამენტალიზმის გამოვლინებები მისთვის მიუღებელია.

ბასილ მკალავიშვილმა დედა ეკლესი&

21/01/2010 18:44 par sulaberi

აღდგომა

21/01/2010 13:19 par sulaberi

აღდგომა – უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.

აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული, უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უკავშირდება, უწინარეს ყოვლისა – ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმულ ქრისტეს სახით განხორციელდა.

თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ და მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამდროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო ყრილობამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობიდან მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე, ამიტომ განეკუთვნება მოძრავ დღესასწაულებს.

ქრისტიანობის წარმოშობა

20/01/2010 09:34 par sulaberi

ქრისტიანობის წარმოშობა

ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1 - ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში -- პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია -- კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი -- ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი "სასწაულის" შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.

ქრისტიანული ეკლესია შუა საუკუნეებში

ეკლესიის მოწყობა და იერარქია

IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამა. რომის იმპერია იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციად, ყოველი პროვინცია - რამდენიმე საქალაქო ოლქად. ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის ეპისკოპოსს, ხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები - პროვინციის არქიეპისკოპოსს (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქები. საპატრიარქო იყო ხუთი: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის. მიჩნეული იყო, რომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.

IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად, დასავლეთ რომის იმპერიაში მოექცა რომის საპატრიარქო, ხოლო დანარჩენი ოთხი კი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.

მონასტერი და ბერ - მონაზვნები

სამღვდელოების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ბერ - მონაზვნები, რომლებიც განკერძოებით ცხოვრობენ მონასტრებში. ქრისტიანული ბერ - მონაზვნობა III საუკუნეში ეგვიპტეში წარმოიშვა. ბერ - მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ანტონი. გადმოცემით, წმინდა ანტონს გამოეცხადა ანგელოზი, რომელიც შენაცვლებით ლოცულობდა და მუშაობდა. ანგელოზმა უთხრა ანტონს, რომ თუ ისიც მისნაირად მოიქცეოდა, ცხონებას მოიპოვებდა. ქრისტიანები, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ ანტონის შესახებ, მის გვერდით სახლდებოდნენ და ქმნიდნენ ახალ ქრისტიანულ ბერ - მონაზვნურ თემს -- მონასტერს.

საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარში. სამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო საუკუნეში Â.È., ასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.

დასავლეთში ბერ - მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტე, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან შექმნა პირველი სამონასტრო წესდება. დასავლეთში დიდ მონასტრებს სააბატოებს უწოდებენ, ხოლო მათ წინამძღვრებს -- აბატებს. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მონასტრებს თავისი მეურნეობა აქვთ. მონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, ბევრ მონასტერთან არსებობდა სკოლა. ზოგ მონასტერში ეწეოდნენ მეცნიერულ - თეოლოგიურ მოღვაწეობას.

რომის პაპების აღზევება

თავდაპირველად ხუთივე პატრიარქის უფლება - მოვალეობები თანაბარი იყო და რომის პაპს არავითარი უპირატესობა არ გააჩნდა სხვა დანარცენ პატრიარქებთან შედარებით. რაც შეეხება სიტყვა "პაპს", ამ სახელს ყველა პატრიარქს უწოდებდნენ მამის, მოძღვრის გაგებით. შემდგომი ეს ტერმინი კონკრეტულად რომის პაპს დაუმკვიდრდა. რომის პაპების მიერ განსაკუთრებული მდგომარეობის მოპოვება ორმა გარემოებამ გამოიწვია. ყოფილი დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე რომის პაპებს მეტოქეები არ ჰყავდათ და ისინი ერთადერთი პატრიარქები იყვნენ. ამასთანავე, 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიაში მოისპო საიმპერატორო ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვნად შეეზღუდა რომის პატრიარქების ძალაუფლება. 755 წელს, ფრანკთა მეფის პიპინ მოკლეს მიერ რომის პაპის ოლქის შექმნამ, რომის პაპები, რომლებიც დასავლეთ ევროპის უმაღლესი სასულიერო პირები იყვნენ, საერო ხელისუფლებითაც აღჭურვა.

ქრისტიანული სამყაროს გაყოფა

რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები - ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა - კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა - კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს -- კათოლიკური

კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური - დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდება, მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი - ეროვნულ ენებზე.

თანამედროვე ქრისტიანობა

ქრისტიანობა შედგება სამი ძირითადი მიმდინარეობისგან: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა.

ქრისტიანული სწავლება

ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთის, იესო ქრისტეს, სულიწმინდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:

  • 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
  • 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი - სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
  • 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
  • 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა - ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
  • 5. პატივ - ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
  • 6. არა კაც - ჰკლა.
  • 7. არ იმრუშო.
  • 8. არ იპარო.
  • 9. არა ცილი - სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
  • 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

სამება

20/01/2010 09:27 par sulaberi

სამება

სამება, ანდრია რუბლიოვი

სამება - მართლმადიდებლური გააზრებით სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. წმინდა სამების ამ ერთის მხრივ არაჩვეულებრივი ბუნების აღსაქმელად წმინდა მამები სამებას მზეს ადარებდნენ, რადგანაც არის პლანეტა მზე რომლისაგან გამოდის სითბო და სინათლე. საოცარია მაგრამ ამ შეხედულებას თავისებური ანარეკლი აქვს რეალობაშიც. მოგეხსენებათ რომ, მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო - სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე - ძე ღმერთს. ეს უკანასკნელი ჩვენ როგორც ვიცით არის იესო ქრისტე. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც რომ როგორც სინათლეს აქვს ორი ბუნება, დიახ ორი ბუნება: ტალღური და კორპუკსულური (ფოტონები) ასევე ძე ღმერთსაც აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და განკაცების შემდეგ კაცობრივიც.

სულიწმინდა

20/01/2010 09:24 par sulaberi

სულიწმინდა

სულიწმიდა - მესამე პირი წმიდა სამებისა, არის ისეთივე ჭეშმარიტი და ძლიერი ღმერთი, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. საღმრთო წერილი ამოწმებს სულიწმიდის ღმრთეებრიობას, როცა მიაწერს მას: ღვთიურ თვისებებს - ყოვლისმეცნიერებას, ყოვლისშემძლეობას, ყველგან მყოფობას, ღვთიურ სახელს, ღვთიურ მოქმედებას.

პიროვნული თვისება სულიწმიდისა არის წინა საუკუნეთა მამისაგან გამომავლობა. ეს პიროვნული თვისება სულიწმიდისა ცხადად გამოხატა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით "რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის - მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის " (ინ • 15, 26)

იესო ქრისტე

19/01/2010 19:00 par sulaberi

იესო ქრისტე (ბერძნ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] ნიშნავს "იჰვჰ არის გადარჩენა" ხოლო ქრისტე წარმოდგება ბერძნულიდან Христоса [მირონცხებული] და ებრაული მესიის შესატყვისია * ძვ. წ. 8-2 - დან ა. წ. 29-36 - მდე) ასევე ცნობილი როგორც იესო ნაზარეველი -- ქრისტიანობის ცენტრალური ფიგურა, ამ რელიგიის დამფუძნებელი.

ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, სამების მეორე ჰიპოსტასი (წევრი) მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე, და ძალი მაღლისა დაფარავდა, იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა) შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ.ბეთლემში, ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, გაიჩინა მოწაფეები (12 მოციქული) განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღსდგა.

ეს ამბები მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ახალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როცა გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, თავთავის ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.